logo_geo
eng_logo
არსენი იაცენიუკის რამდენიმე პირობა თანამდებობიდან გადადგომამდე
- +

15 მარტი. 2016. 12:01


უკრაინული გამოცემა „უნიანის" ინფორმაციით, უკრაინის პრემიერ-მინისტრი არსენი იაცენიუკი მზად არის, თანამდებობა დატოვოს, თუმცა, ამისთვის რამდენიმე პირობა დააყენა. ეს განცხადება უმაღლეს რადაში პეტრო პოროშენკოს წარმომადგენელმა სტეპან კუბივმა, პოროშენკოსა და საპარლამენტო ფრაქციების ხელმძღვანელთა შეხვედრის შემდეგ გააკეთა.


არსენი იაცენიუკის განცხადებით, გადადგომისთვის მზად არის, თუმცა, მისი პოლიტიკური ძალა მოითხოვს, რომ დასახელდეს ახალი პრემიერის კანდიდატურა, გამოქვეყნდეს მთავრობის ახალი პროგრამა და განახლებული შემადგენლობა.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner