logo_geo
eng_logo
ბიძინა ივანიშვილი: დიდი ქვეყნების სპეცსამსახურებიდან მიღებული მაქვს შემაშფოთებელი ინფორმაცია
- +

29 სექტემბერი. 2016. 14:09

 

 

ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა გორში რეგიონულ მედიასთან შეხვედრაზე საქართველოს მოსახლეობას მოთმინებისკენ მოუწოდა.



ერთი ინფორმაცია, რაც მართლაც შეიძლება სახიფათო და შემაშფოთებელი იყოს, ყველა დიდი ქვეყნის სპეცსამსახურებიდან მაქვს მიღებული. თუ მართლაც გამართლდა ის, რაც ფარულ ჩანაწერებში მოვისმინეთ, ჩვენ შეიძლება მართლაც გაგვიჭირდეს და სერიოზული ხიფათი გველოდებოდეს: არის ინფორმაცია, რომ ამ ყველაფერს სათავეში ჩაუდგება აკ მინაშვილი . ამ შემთხვევაში ხიფათი მართლაც დიდია.

ეს, რა თქმა უნდა, ხუმრობაა, ისეთი აბსურდული ინფორმაციები გამოდის მათგან, რომ ამაზე შეიძლება მხოლოდ იხუმრო.

მე საქართველოს მოსახლეობას ვეტყვი, რომ ეს 9 დღეც მოითმინონ. ჩვენ მოვიგეთ ბრძოლა  2012 წელსჩვენ ეს 4 წელი ღირსეულად გავიტანეთ. ვერავინ იტყვის, რომ არჩევნები გაყალბდება, საარჩევნო სიტუაცია იდეალურია. კარგი განწყობა აქვთ ამერიკელებსაც და ევროპელებსაც, გაიხსენეთ ამერიკის ელჩის განცხადება",- განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.





 

right_banner right_banner
არქივი
right_banner