logo_geo
eng_logo
ბიძინა ივანიშვილი: თუ კანონის ფარგლებში „ქართულმა ოცნებამ“ ბანკი „ქართუსგან“ სესხი აიღო, ეს საარჩევნო პროცესში ნორმალურია
- +

29 სექტემბერი. 2016. 14:11

 


ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა შიდა ქართლში რეგიონულ მედიასთან შეხვედრისას მმართველი პარტიის მიერ „ქართუ ბანკში" აღებულ სესხზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ წინასაარჩევნოდ ეს ნორმალურია.



„მთავარია, ეჭვი არ გაჩნდეს, რომ მმართველი პარტია პრივილეგიებით სარგებლობს. თუ კანონის ფარგლებში „ქართულმა ოცნებამ" ბანკი „ქართუსგან" სესხი აიღო, ეს საარჩევნო პროცესში ნორმალურია.

 

დაფინანსების თემაზე თავის დროზე ისევ „ნაციონალურმა მოძრაობამ" მოახერხა, რომ ყველანაირი ფული არჩევნების პერიოდში დაებლოკათ, „ქართულ ოცნებას" დაფინანსება რომ არ ჰქონდათ.

 

კარგად მახსოვს, არჩევნების დროს თანხის დახარჯვის საშუალებას არ გვაძლევდნენ, კანონს კანონზე იგონებდნენ, რომ ჩვენთვის ხელი შეეშალათ.  დღეს კიდევ რადიკალურად განსხვავდება სიტუაცია. როცა მმართველი გუნდი გამოდის და ფულს ბანკიდან სესხულობს და აქ როცა კანონდარღევა არ არის, ძალიან კარგია", - აღნიშნა ივანიშვილმა.







 

right_banner right_banner
არქივი
right_banner