ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა გორში, რეგიონულ მედიასთან შეხვედრაზე სტალინზე მსახიობ გივი ბერიკაშვილის მოყოლილი ანეკდოტი მოყვა.
„გავიხსენოთ აქაური საზოგადოება, ვისაც გულწრფელად უყვარს სტალინი. ეს ხალხი სტალინში ხედავს სიმბოლოს ფაშიზმზე გაარჯვების და თუ გინდათ, ანეკდოტსაც მოვყვები ამაზე, გივი ბერიკაშვილის მონაყოლი ანეკდოტი მაქვს.
კონკურსი ჩატარდა სტალინზე, ვინ უფრო მაგარ რამეს იტყოდა მასზე. სტალინს როგორ შეაფასებდა და მოიგო კახელმა. დაბრუნდა სოფელში და სოფლელები ეკითხებიან, ბიჭო, რა თქვი ამ სტალინზეო. რა ვთქვიო და როგორც ნახევრად სავსე ტიკსო, ისე აჭანჭყარებდა მთელ მსოფლიოსო რაღაც 20 თუ 30 წლის განმავლობაშიო", - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.