logo_geo
eng_logo
ბიძინა ივანიშვილის ანეკდოტი სტალინზე
- +

29 სექტემბერი. 2016. 14:21



ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა გორში, რეგიონულ მედიასთან შეხვედრაზე სტალინზე მსახიობ გივი ბერიკაშვილის მოყოლილი ანეკდოტი მოყვა.



გავიხსენოთ აქაური საზოგადოება, ვისაც გულწრფელად უყვარს სტალინი. ეს ხალხი სტალინში ხედავს სიმბოლოს ფაშიზმზე გაარჯვების და თუ გინდათ, ანეკდოტსაც მოვყვები ამაზე, გივი ბერიკაშვილის მონაყოლი ანედოტი მაქვს.

კონკურსი ჩატარდა სტალინზე, ვინ უფრო მაგარ რამეს იტყოდა მასზე. სტალინს როგორ შეაფასებდა  და მოიგო კახელმა. დაბრუნდა სოფელში და სოფლელები ეკითხებიან, ბიჭო, რა თქვი ამ სტალინზეო. რა ვთქვიო და როგორც ნახევრად სავსე ტიკ, ისე აჭანჭყარებდა მთელ მსოფლიოსო რაღაც 20 თუ 30 წლის განმავლობაშიო", - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

 

 


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner