logo_geo
eng_logo
ბიძინა ივანიშვილი: „ნაციონალურმა მოძრაობამ“ რაზე უნდა იდებატოს „ქართულ ოცნებასთან“?
- +

29 სექტემბერი. 2016. 14:23



ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა შიდა ქართლში რეგიონულ მედიასთან შეხვედრისას  „ქართულ ოცნებასა" და „ნაციონალურ მოძრაობას" შორის დებატების გამართვაზე ისაუბრა. როგორც ივანიშვილმა აღნიშნა, სადებატო ამ ორ პარტიას შორის არაფერია.



„თუ „ქართული ოცნების" მაჟორიტარობის კანდიდატებთან „ნაციონალური მოძრაობის" კანდიდატები დებატებში არ სხდებიან, ვფიქრობ, სათქმელი აღარაფერია. „ნაციონალურმა მოძრაობამ" რაზე უნდა იდებატოს „ქართულ ოცნებასთან"? მათ სინდისი, რა თქმა უნდა, არ აქვთ. ქვეყანაში იმდენად გაუმჯობესდა მდგომარეობა ახალი ხელისუფლების მოსვლის შემდეგ, რომ სათქმელი აღარ არსებობს. „ნაციონალური მოძრაობა" ძალიან ცუდ დღეშია", - აღნიშნა ივანიშვილმა.




 

right_banner right_banner
არქივი
right_banner