ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი შიდა ქართლში რეგიონულ მედიასთან შეხვედრისას აგვისტოს ომის თემას შეეხო და აღნიშნა, რომ ამ ომის თავიდან აცილება შეიძლებოდა.
„ნაციონალურმა მოძრაობამ" ქვეყანა ნგრევისკენ წაიყვანა. ერთ-ერთი ამის დიდი მაგალითი აგვისტოს ომი იყო, რომლის თავიდან აცილება ძალიან ადვილი იყო.
მათ ყველა უმეცრება და სისულელე გააკეთეს და მივიღეთ ის, რაც მივიღეთ და შესაბამისად ეკონომიკის გავნითარების შანსი ძალიან დაბალი იყო. ჩვენს ოპონენტებს ეს მაგალითად მოაქვთ, ივანიშვილი როგორ ადარებს 2009 წელს ახლანდელ მდგომარეობას, როცა მაშინ ჯერ კიდევ ომი მიმდინარეობდაო. სწორედ ამას ვამბობ, მათ ომი რომ გააჩაღეს, ამის გამო მივიღეთ განადგურებული ეკონომიკა", - აღნიშნა ბიძინა ივანიშვილმა.