თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში რექტორ ლადო პაპავას მხარდასაჭერად პროფესორებმა ბრიფინგი გამართეს. მათ ლადო პაპავას მოუწოდეს, არ დატოვოს თანამდებობა. როგორც ბრიფინგზე ლექტორებმა განაცხადეს, პაპავას გადადგომა უნივერსიტეტში დღეს შექმნილ სიტუაციას ვერ განმუხტავს.
პროფესორების მიერ გამართულ ბრიფინგს თავად ლადო პაპავაც ესწრებოდა.
ამასთანავე, პროფესორებმა სტუდენტებს სიმშვიდის შენარჩუნებისკენ მოუწოდეს.