logo_geo
eng_logo
ბიძინა ივანიშვილი: საზოგადოების ნაწილი „ნაციონალური მოძრაობის“ პროპაგანდის მსხვერპლია
- +

29 სექტემბერი. 2016. 14:39



ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა შიდა ქართლში რეგიონულ მედიასთან შეხვედრისას „ნაციონალური მოძრაობის" ხელისუფლებაში ყოფინის დროს არსებულ პროპაგანდაზე ისაუბრა და დღევანდელი ხელისუფლების ამ მხრივ მუშაობა შეაფასა.



„დღეს საზოგადოების ნაწილი პროპაგანდის მსხვერპლია. ამ პროპაგანდაში ძირითადი, წამყვანი როლი „რუსთავი 2"-ს აქვს.

 

საზოგადოება პროპაგანდის მსხვერპლია. ადამიანებს ჩართული აქვთ „რუსთავი 2", რომელიც მუდმივად ხელისუფლებას ლანძღავს არგუმენტების გარეშე.

 

შემეძლო, 10 ტელევიზია გამეხსნა და ხელისუფლებასაც შეეძლო, მსგავსი მეთოდები გამოეყენებინა, რაც „ნაციონალურმა მოძრაობამ" გამოიყენა თავის დროზე, მთელი მედია ჯიბეში ჩაიდეს და ვირტუალურ სამყაროს ქმნიდნენ. ადამიანები მედიის ნარკომანებად აქციეს. დღეს ხალხს შეუქმნეს შთაბეჭდილება, რომ კი ძალადობდნენ, მაგრამ რაღაც ხომ მაინც კეთდებოდა. ასეთია საზოგადოების ნაწილის დამოკიდებულება.  რაც მაშინ კეთდებოდა, დღეს იმაზე ორჯერ მეტი კეთდება ყველა მიმართულებით, მაგრამ დღეს ის პროპაგანდა არ არის, რაც მაშინ იყო.

 

დღეს ვერავინ იტყვის, რომ ხელისუფლებას თავისი მედია ჰყავს. თუ „GDS"-ზე საუბრობენ, მე არ ვარ ხელისუფლებაში და „GDS"-საც მხოლოდ ერთი პოლიტიკური გადაცემა აქვს, რომელიც ხელისუფლების პროპაგანდისტული მანქანა არ არის.  თუ გასაკრიტიკებელია, „GDS"-დან ჯანსაღი, არგუმენტირებული კრიტიკა მოდის", - აღნიშნა ივანიშვილმა.

 

 


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner