ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა შიდა ქართლში ადგილობრივ მედიასთან შეხვედრისას პაატა ბურჭულაძის პოლიტიკურ მოაღვაწეობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ბურჭულაძის გამონათქვამებზე სერიოზულ კომენტარს ვერ გააკეთებს.
„ქართველები მართლაც ძალიან ნიჭიერი ხალხი ვართ. გინესის წიგნის ბევრი რეკორდსმენი გვყავს. მაგალითად, გიორგი მარგველაშვილი, რომელიც პრეზიდენტად მოსვლის მეორე დღესვე თავის გუნდს დაუპირისპირდა. ასევე პაატა ბურჭულაძეც... პოლიტიკაში იმხელა იუმორი, რაც პაატა ბურჭულაძემ შემოიტანა, არავის არ ჰქონია. ასეთ მოკლე დროში კაცმა თავი გაიფარჩაკოს, როგორც მან მოახერხა, იშვიათია. ბურჭულაძის გამონათქვამებზე სერიოზულ კომენტარს ვერ გავაკეთებ.
პაატა ბურჭულაძეზე ძალიან ბევრი ანეკდოტი დადის, მაგალითად, „პაატა ბურჭულაძეს პარტია აქვს თუ დამკრძალავი ბიუროო". ბურჭულაძის გამოსვლებზე და გამონათქვამებზე მხოლოდ ვიღიმი.
ნაცვლად იმისა, რომ შალვა ნათელაშვილზე ისაუბრონ და გაიგონ, სინამდვილეში ვისთან არის, ივანიშვილზე საუბრობენ და ჩემს დებატებში ჩათრევას ცდილობენ და ამით უნდათ, რომ იმიჯი გაიუმჯობესონ", - აღნიშნა ივანიშვილმა.