logo_geo
eng_logo
ბიძინა ივანიშვილი: აგვისტოს ომი და უბედურება ქვეყანას „ნაციონალურმა მოძრაობამ“ მოახვია
- +

29 სექტემბერი. 2016. 15:08



ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა შიდა ქართლში რეგიონულ მედიასთან შეხვედრისას აგვისტოს ომზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ეს უბედურება ქვეყანას თავს მოახვია „ნაციონალურმა მოძრაობამ".



„ოპონენტები აცხადებენ, რომ თითქოს აგვისტოს ომი საქართველოს მე მოვახვიე და ამაში ჩემს ბრალეულობაზე საუბრობენ. ამ დროს ეს უბედურება თავს „ნაციონალურმა მოძრაობამ" მოახვია ქვეყანას.  რომ არა მათი სისულელეები და მათი გაუგონარი ქმედებები, რაც ამ გუნდმა გააკეთა მათი ბელადის მეთაურობით და რომ არა ეს უბედურებები, დღეს ასეთი სიტუაცია ქვეყანაში არ იქნებოდა.

 

ჩვენ ჩვენი რესურსები კარგად უნდა გავთვალოთ. ჩვენ ძალიან ბევრი რამ გავაკეთეთ. განვაახლეთ სავაჭრო ურთიერთობები რუსეთთან, ვაწარმოებთ ჟენევის მოლაპარაკებებს. ჩვენ ერთადერთი გზა გვაქვს არჩეული და ეს ევროპული გზაა.  გავაძლიეროთ ჩვენი ეკონომიკა და ნელ-ნელა საერთაშორისო პარტნიორებისთვის ჩვენ უფრო ფასეული უნდა გავხდეთ დემოკრატიული ღირებულებების დაფუძნების და ეკონომიკის გაძლიერების ხარჯზე", - აღნიშნა ივანიშვილმა.

 

 


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner