logo_geo
eng_logo
ბიძინა ივანიშვილი პროექტების განხორციელებას ე.წ. სამხრეთ ოსეთსაც სთავაზობს
- +

29 სექტემბერი. 2016. 15:25



საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი, აფხაზეთის მსგავს შეთავაზებას, ე.წ. სამხრეთ ოსეთის მიმართაც აკეთებს.


როგორც ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა შიდა ქართლში რეგიონულ მედიასთან შეხვედრაზე განაცხადა, თუკი ე.წ. სამხრეთ ოსეთის მხრიდან მინიშნება იქნება, მზად არის, მსგავსი პროექტები განახორციელოს, რაც აფხაზებს ანაკლიის მიმდებარედ შესთავაზა.

 

„თუ იქნება მინიშნება, მსგავსი პროექტები აქაც იგივე იქნება, შემიძლია ჩვენს ძმებს, ოსებსაც გავუწოდო მეგობრობის ხელი", - განაცხადა ივანიშვილმა და აღნიშნა, რომ აფხაზებისათვის გაკეთებული შეთავაზება 90 პროცენტი რეალისტურად მიაჩნია.


„ჩვენ გვინდა, ჩვენს ძმებთან აღვადგინოთ ნდობა და არა ის, რაც გვესმოდა, ტრაგედია, რაც გადავიტანეთ. მე სხვა ვერაფერი მოვიფიქრე და ეს მოვიფიქრე. ველოდები, რომ პოზიტიური გამოხმაურება იქნება, ეს ყველაფერი აშენდება. მაქვს ძალიან დიდი იმედი, 90 პროცენტზე მეტი იმედით ვარ განწყობილი, რომ ეს ასე მოხდება, ასეთი მეთოდებით, ასეთი ხერხებით. დღე და ღამე ვოცნებობ, რომ ნდობა და ძმობა აღვადგინოთ. ეს უნდა იყოს წინ და მერე ვისაუბროთ დანარჩენზე. დიდი იმედი მაქვს, რომ ეს პროექტი განხორციელდება. ძალიან ბედნიერი ვიქნები, თუ ამ პროექტს განვახორციელებ", - განაცხადა ივანიშვილმა.


საქართველოს პრემიერ-მინისტრმა რუსთავში, ჟურნალისტებთან შეხვედრაზე განაცხადა, რომ აფხაზებს ბოტანიკური ბაღისა და მაღალი კლასის სასტუმროს მშენებლობას სთავაზობს.




 

right_banner right_banner
არქივი
right_banner