logo_geo
eng_logo
პროკურატურა: ზურაბ ჯამალაშვილი და ირაკლი ფხალაძე დაკავებულები არიან კადრების შენახვა-გავრცელების ფაქტზე
- +

15 მარტი. 2016. 12:15


მთავარი პროკურატურა კუდ-ის ერთ-ერთი დეპარტამენტის ყოფილი უფროსი ზურაბ ჯამალაშვილისა და ადვოკატ ირაკლი ფხალაძის დაკავებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს:

 

„საზოგადოებას ვაცნობებთ, რომ ზურაბ ჯამალაშვილი და ადვოკატი ირაკლი ფხალაძე დაკავებულები არიან ბრალდებულის სახით, პირადი ცხოვრების ამსახველი უკანონო კადრების შენახვა-გავრცელების ფაქტზე, და არა მათი ინტერნეტ-სივრცეში ატვირთვის ფაქტზე, როგორც ეს მედიასაშუალებებმა გააშუქეს. მათი დაკავებისა და საქმის გარემოებებთან დაკავშირებით საქართველოს პროკურატურა უახლოეს ხანში დეტალურ ინფორმაციას მიაწვდის საზოგადოებას. ამ ეტაპზე მიმდინარეობს საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები", - ნათქვამია განცხადებაში. 


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner