logo_geo
eng_logo
საქართველოში 30 000 ოჯახს ინტერნეტის ვაუჩერები გადაეცემა
- +

29 სექტემბერი. 2016. 16:09



„ეროვნული ინოვაციების ეკოსისტემის პროექტის" ფარგლებში, 30 000 ოჯახს 300-ლარიანი ინტერნეტის ვაუჩერი გადაეცემა. ამის შესახებ allnews.ge-ს პროექტის მენეჯერმა ბესო აბულაძემ განუცხადა.



პროექტს, რომელსაც მსოფლიო ბანკი 40 მილიონ ევროთი დააფინანსებს, ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტო, გაზაფხულიდან განახორციელებს. პროექტის ფარგლებში ასევე იგეგმება 8 მსხვილი და 50 მცირე ზომის ინოვაციური ცენტრის შექმნა.



ბესო აბულაძის განმარტებით, ვაუჩერი ერთჯერადი იქნება და მომხმარებელს ინტერნეტის ინსტალაციისა და კომპიუტერის შეძენისას გადაეცემა.



ვაუჩერი აკომპენსირებს ინტერნეტის პირველადი ინსტალაციის თანხას და კომპიუტერის შეძენის დროს ხდება კომპიუტერის ღირებულების დაახლოებით 20%-მდე თანადაფინანსება", - განაცხადა ბესო აბულაძემ.



გარდა ინოვაციური ცენტრისა, პროექტის ფარგლებში, კომპიუტერული უნარ-ჩვევების ასათვისებლად, მოსახლეობას სპეციალური ტრენინგებიც ჩაუტარდება.




 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner