logo_geo
eng_logo
ოზურგეთის მუნიციპალიტეტში სტიქიის შედეგად დაზიანებული სახლების რეაბილიტაცია დაიწყო
- +

29 სექტემბერი. 2016. 16:11

 

 

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგებელი მერაბ ჭანუყვაძე 21 სექტემბერს ოზურგეთში მომხდარი სტიქიის შედეგად დაზიანებული სახლების სარეაბილიტაციო სამუშაოებს გაეცნო. გადაუღებელი წვიმის შედეგად ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ბოხვაურში მცხოვრები 23 ოჯახი დაზარალდა. ძლიერმა წვიმამ და ქარმა საცხოვრებელ სახლებს სახურავები გადახადა. დაზიანდა საყოფაცხოვრებო ტექნიკა. სტიქიის შედეგად მიყენებულმა ზარალმა 200 000 ლარს გადააჭარბა. მიმდინარეობს სახლების გადახურვის სამუშაოები.


„სტიქიის შედეგად დაზიანებული სახლების რეაბილიტაცია უახლოეს დღეებში დასრულდება. საჭირო თანხების მობილიზება ადგილობრივი ბიუჯეტიდან მოხდა. სოციალურად დაუცველ იმ ოჯახებს კი, რომელთა საცხოვრებელი სახლებიც ავარიულ მდგომარეობაშია - სამშენებლო მასალებს გადავცემთ. ჯამში საჭირო მასალებით 72 ოჯახი დაკმაყოფილდება", - აღნიშნა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგებელმა.


165 857 ლარის ღირებულების სამშენებლო მასალები: თუნუქი, არმატურა, ცემენტი და ხის მასალა სხვადასხვა სოფლებში მცხოვრებმა, სოციალურად დაუცველმა 72 ოჯახმა მიიღო.


 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner