logo_geo
eng_logo
გიორგი ალიბეგაშვილმა შიმონ პერესის გარდაცვალებასთან დაკავშირებით სამძიმრის წიგნში ჩანაწერი გააკეთა
- +

29 სექტემბერი. 2016. 16:20


  

თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ალიბეგაშვილმა ისრაელის ყოფილი პრეზიდენტის გარდაცვალების გამო მწუხარება გამოთქვა და ისრაელის საელჩოში სპეციალურად გახსნილ სამძიმრის წიგნში ჩანაწერი გააკეთა.


ისრაელის ყოფილი პრეზიდენტი შიმონ პერესი 93 წლის ასაკში გარდაიცვალა.


შიმონ პერესი ისრაელის პრეზიდენტის თანამდებობას 2007-2014 წლებში იკავებდა.


ის ასევე ისრაელის თავდაცვის, ფინანსთა, კავშირგაბმულობის, საგარეო საქმეთა, შინაგან საქმეთა სამინისტროებსა და სხვა უწყებებს ხელმძღვანელობდა.


1994 წელს მას, პრემიერ-მინისტრ იცხაკ რაბინთან და პალესტინის ლიდერთან იასირ არაფატთან ერთად, მშვიდობის დარგში ნობელის პრემია გადასცეს.





 

right_banner right_banner
არქივი
right_banner