logo_geo
eng_logo
საქართველოს მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიას და „IEA Consortium Export“ შორის მჭიდრო თანამშრომლობა იგეგმება
- +

29 სექტემბერი. 2016. 17:17

 

 

4-8 ოქტომბერს მილანში  ერთ-ერთი ყველაზე მძლავრი ტრანსნაციონალური კორპორაციის „UCIMU-Sistemi per Produrre"-ის ორგანიზებით ჩატარდება გამოფენა, რომელზეც წარმოდგენილი იქნება მრავალი ქვეყნის უახლესი მიღწევები ავტომატიზირებული ჩარხების, რობოტების და ავტომატიზირებული სისტემების სფეროში. 


აღნიშნულ ღონისძიებასთან დაკავშირებით საქართველოს მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიას დაუკავშირდა კონსორციუმ  „IEA Consortium Export"-ის აღმასრულებელი ვიცე-პრეზიდენტი ეუჯენიო ნოვარიო, რომელიც დახმარებას უწევს წამყვან იტალიურ კორპორაციებს მათი პროდუქციის ექსპორტში კავკასიაში, კასპიის რეგიონში და ცენტრალურ აზიაში. ეუჯენიო ნოვარიომ იმედი გამოთქვა, რომ საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემია მას შემდეგ რაც გაეცნობა მილანის გამოფენაზე წარმოდგენილ ინოვაციურ ნიმუშებს თავის კომპეტენტურ აზრს გააცნობს ქართველ მეწარმეებს. არავისთვის საიდუმლო არ არის, რომ მხოლოდ უახლესი აღჭურვილობის დანერგვით იქნება შესაძლებელი ქართული ბიზნენის და ეკონომიკის განვითარება. ამ საქმეში საქართველოს მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიას და კონსორციუმ „IEA Consortium Export"-ს შორის მჭიდრო თანამშრომლობა იგეგმება. პერსპექტივაში შესაძლებელი გახდება „IEA Consortium Export"-ის  კვლევით ლაბორატორიებში ახალგაზრდა ქართველი მეცნიერების  და ქართული ბიზნესის წარმომადგენლების სტაჟირება.







 

right_banner right_banner
არქივი
right_banner