logo_geo
eng_logo
ოთარ სიჭინავა: ე.წ. გახმაურებულ საქმეებთან დაკავშირებით ვერ შევჯერდით და ამიტომ გადაწყვეტილებას სხვა კოლეგია მიიღებს
- +

29 სექტემბერი. 2016. 17:34




საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლემ მერაბ ტურავამ განაცხადა, რომ პლენუმის ფორმატში გადაწყვეტილებები ამ შემადგენლობით აღარ გამოცხადდება და საკონსტიტუციოს შენობა დატოვა.



მისი განცხადებით, ხვალ საკონსტიტუციო სასამართლოში გაიმართება სამუშაო შეხვედრები. დღის მეორე ნახევარში კი, შესაძლოა, მხოლოდ კოლეგიები შეიკრიბონ და გადაწყვეტილება გამოაცხადონ.



საკონსტიტუციოს შენობა ასევე დატოვა ოთარ სიჭინავამ. როგორც სიჭინავა ადასტურებს, ეს კოლეგია არ მიიღებს გადაწყვეტილებას ე.წ. გახმაურებულ საქმეებზე.



მე გამოვიტანე პირადი ნივთები საკონსტიტუციოდან. ვფიქრობ, ძალიან კარგად ვიმუშავეთ. მართალია, კოლეგიის ყველა წევრს გვქონდა მზაობა, .. გახმაურებულ საქმეებზე გადაწყვეტილება მიგვეღო, გვქონდა ჩვენი გადაწყვეტილებები, თუმცა, ვერ შევჯერდით და ამიტომ სხვა კოლეგია მიიღებს გადაწყვეტილებას ამ საქმეებზე", - განაცხადა ოთარ სიჭინავამ.



პლენუმის გარდა ე.წ. გახმაურებულო საქმეებიდან ორ საქმეს პირველი კოლეგია განიხილავს. პირველი კოლეგია „რუსთავი 2"-ის ორ საქმეზე რამდენიმე თვეა თათბირობს.

 

 

 

 

 

 


ამ დრომდე უცნობია, ხვალ პირველი კოლეგია გამოაცხადებს თუ არა „რუსთავი 2"-ის საქმეებზე გადაწყვეტილებას.




 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner