logo_geo
eng_logo
თემურ გრიგალაშვილმა საკრებულოში ბრიფინგი გამართა
- +

15 მარტი. 2016. 12:21


თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოში ფრაქციის „ნაციონალური მოძრაობა-თბილისის" წევრმა თემურ გრიგალაშვილმა ბრიფინგი გამართა და  თბილისის მერიის მიერ საგზაო სამუშაოებზე  გამოცხადებულ  ტენდერებსა და  საბიუჯეტო თანხების არამიზნობრივ ხარჯვაზე ისაუბრა.


თბილისის მერიამ მიმდინარე წლის დასაწყისში  საგზაო სამუშაოებზე ტენდერები ზღვრული ფასებით გამოაცხადა. ამასთან, ოფიციალურად გაცხადდა, რომ  საგზაო ტენდერები რაიონულ გამგეობებშიც ანალოგიურად  გამოცხადდებოდა, თუმცა რეალურად, ეს მხოლოდ რამდენიმე გამგეობამ გაითვალისწინა", - განაცხადა დეპუტატმა და აღნიშნა, რომ წარმოდგენილი მაგალითის თანახმად, დავით ნარმანიას გადაწყვეტილებებს მისივე მთავრობის წევრები ეწინააღმდეგებიან.


თემურ გრიგალაშვილმა ბრიფინგზე რაიონულ გამგეობებში გამოცხადებული ტენდერების რამდენიმე ფაქტზე გაამახვილა ყურადღება   და აღნიშნულთან დაკავშირებით, შესაბამის უწყებებს  დროული და ადეკვატური  რეაგირებისკენ მოუწოდა.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner