რუსეთმა სირიიდან სამხედრო ძალების ძირითადი ნაწილის გაყვანა დღეს დაიწყო.
ვლადიმირ პუტინმა და ბარაქ ობამამ სირიიდან რუსი სამხედროების გაყვანის საკითხი სატელეფონო საუბრისას განიხილეს. პრეზიდენტებმა მხარი დაუჭირეს სირიის კონფლიქტის პოლიტიკური დარეგულირების პროცესის გააქტიურებას.
„სამხედრო დანაყოფების გაყვანა, უდავოდ, იქნება დადებითი სიგნალი კონფლიქტის ყველა მხარისთვის და რეალური სამშვიდობო პროცესისთვის პირობებს შექმნის", - ნათქვამია კრემლის განცხადებაში.