იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი არ გამორიცხავს, რომ ქვეყანაში სახელმწიფო გადატრიალების შესაძლო მოწყობასთან დაკავშირებით დაწყებული გამოძიება დაკავებებით დასრულდეს.
„რაც შეეხება დესტაბილიზაციას, ამგვარი საფრთხე იმიტომ არ არსებობს, რომ სახელმწიფო და სამართალდამცავი სტრუქტურები მოწოდების სიმაღლეზე არიან, მაგრამ სხვადასხვა ძალების მხრიდან მცდელობები არსებობს. გამოძიება მიმდინარეობს რამდენიმე საქმეზე - ზოგი საბოტაჟის, ზოგი სახელმწიფო გადატრიალების მუხლით. სანამ გამოძიება დასრულდება, - შეიძლება მათ შორის, შესაძლო ბრალდებულების დაკავებითაც დასრულდეს,- მანამდე ჩვენ მშვიდობიან არჩევნებს ჩავატარებთ", - განაცხადა თეა წულუკიანმა.