ავტორი ანა ფერაძე
„ქართული ოცნების" მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა შოთა ხაბარელმა „რეპორტიორის" პრესკლუბში სამგორის მოსახლეობის პრობლემებზე ისაუბრა. როგორც ხაბარელმა აღნიშნა, ყველა პრობლემა უახლოეს მომავალში მოგვარდება.
„ასზე მეტი შეხვედრა მაქვს ჩატარებული. ახლა ვატარებ ფართო მაშტაბის გაერთიანებულ შეხვედრებს. დასაქმება არის დიდი პრობლემა არამარტო სამგორში, არამედ მთელ ქვეყანაში. ამაზე მიდის ინტენსიური მუშაობა ჩვენს გუნდში. მომავალ 4-წლიან ციკლში 100 ათასი სამუშაო ადგილი შეიქმნება.
საკანალიზაციო სისტემების პრობლემა არის, რომელზე მუშაობაც დაიწყება წლის ბოლოს.
ბინების დაკანონებასთან დაკავშირებითაც ასევე ინტენსიურად ვმუშაობთ. ეს პრობლემები მოგვარებადია, რომლებიც სულ მალე აღარ იქნება",- განაცხადა ხაბარელმა.