logo_geo
eng_logo
ბაია ძაგანია: გვითხრეს, სასწრაფოდ დავწეროთ განცხადება, რომ უარს ვამბობთ ლევან გაჩეჩილაძესთან მუშაობაზე...
- +

15 მარტი. 2016. 12:33


რა ვითარებაა ტელეკომპანია „მაესტროში" და როგორ განვითარდება მოვლენები - შპს „მაესტროსთან" კონტრაქტების გაწყვეტის გადაწყვეტილება თანამშრომლების ნაწილმა მას შემდეგ მიიღო, რაც ბაჩო კიკაბიძეს, ბაია გადაბაძეს და მამუკა ღლონტს შეხვდნენ. ლევან გაჩეჩილაძესთან თანამშრომლობაზე უარი თქვეს „ბიზნეს-კონტაქტმა", „საქმიანმა დილამ", „ერთი წუთი მაესტროზე" და იურიდიულმა და ფინანსურმა სამსახურმა.


ყოფილი დირექტორის - ბაია გადაბაძის თქმით, ჟურნალისტებს არც ხელფასების მატებას ჰპირდებიან და არც სხვა რამეს, ერთადერთი, რასაც შპს „მაესტრო" ჟურნალისტებს ჰპირდება, სრული დამოუკიდებლობა და სარედაქციო პოლიტიკაში ჩაურევლობაა.


ჟურნალისტების ნაწილი კი ბაია გადაბაძისა და ბაჩო კიკაბიძის მხრიდან ზეწოლაზე საუბრობს:


გვითხრეს, რომ სასწრაფოდ, 7 სთ-მდე დავწეროთ განცხადება, რომ უარს ვამბობთ ლევან გაჩეჩილაძესთან მუშაობაზე და მოვაწეროთ ხელი ახალ კონტრაქტს. ვინც ამას არ გავაკეთებთ, ხვალიდან ამ შენობაში ვეღარ შემოვალთ. მე ვფიქრობ, რომ ეს არის თანამშრომლებზე ზეწოლა", - აცხადებს გადაცემა „ფაქტორის" ჟურნალისტი ბაია ძაგანია.


ძაგანიას ბრალდებებს კატეგორიულად უარყოფს ბაჩო კიკაბიძე და ამბობს, რომ გადაწყვეტილებაში ყველა თანამშრომელი თავისუფალია. 


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner