ფარული ჩანაწერების გავრცელებასთან დაკავშირებით დაკავებული ზურაბ ჯამალაშვილის შვილის ვასილ ჯამალაშვილის განცხადებით, ჩანაწერების საქმესთან კავშირი არ აქვს. კომენტარი ჯამალაშვილმა „რუსთავი 2"-თან საუბრისას გააკეთა:
„მე და მამაჩემს ახლო ურთიერთობა არ გვქონდა, სხვა ოჯახი ჰყავს და ინფორმაციას საერთოდ არ ვფლობ. ამ საქმესთან არანაირი კავშირი არ მაქვს. ძველ ამბებს თუ გადახედავთ, მე ვირუსთან დაკავშირებით მქონდა ბრალი წაყენებული და ამ ჩანაწერებთან კავშირი არ მაქვს. მე როგორც ვიცი, მამაჩემი ძალოვან უწყებაში არ მუშაობდა", - განაცხადა ჯამალაშვილმა.
ზურაბ ჯამალაშვილის შვილი ვასილ ჯამალაშვილი ცნობილი ჰაკერია. ის 2012 წლის ნოემბერში კიბერდანაშაულისთვის დააკავეს, თუმცა გირაოთი გაათავისუფლეს.
იხილეთ პროკურატურის განცხადება:
http://reportiori.ge/inside.php?menuid=4&id=2479