„საქართველოს რკინიგზის" საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი დაჩი ცაგურია სოციალურ ქსელში წერს, რომ 1 ოქტომბერს, 16:00 საათზე, კინოთეატრ „ამირანში" სულხან მოლაშვილის შესახებ გამოცემული წიგნის პრეზენტაცია გაიმართება. ასევე 2003-2012 წლებში არსებულ ძალადობაზე მიძღვნილი ფილმი იქნება ნაჩვენები.
„1 ოქტომბერს, 16:00 საათზე, კინოთეატრ „ამირანში" გაიმართება, სულხან მოლაშვილის შესახებ, გამოცემული წიგნის პრეზენტაცია, ასევე ნაჩვენები იქნება ფილმი, რომელიც ეძღვნება 2003-2012 წლებში არსებულ ძალადობას. გთხოვთ მობრძანდეთ დასწრება თავისუფალია.
საზოგადოებრივი მოძრაობა "მახსოვს",- წერს ცაგურია.