logo_geo
eng_logo
მერაბ ხაჩიძე: აღარ მინდოდა რამე მეთქვა, მაგრამ შემაცდინეს, მაინც!
- +

29 სექტემბერი. 2016. 20:36



ჟურნალისტი მერაბ ხაჩიძე „ნაციონალურ მოძრაობასთან" დაკავშირებით სოციალურ ქსელში წერს:


„აღარ მინდოდა რამე მეთქვა, მარა შემაცდინეს, მაინც!

 

გვარამია-ბოკერიას უდღეური განცხადებები რომ სხვა მიზნებთან ერთად, ქვეშაფსიებზეა გათვლილი და ხშირად მიზანსაც აღწევს, ეს აგერ, fb-ზეც კარგად ჩანს.

 

...მარა რა მიკვირს, იცით?

 

არჩევნების მეორე დღიდან მოსალოდნელი აქციების, გამოსვლების, პიკეტირების, სახელმწიფო სტრუქტურებზე ალყის მოწყობის, აჯანყების, ავიაციის, არტილერიისა და "დესანტის" გამოყენებისა და ასიათასობით ადამიანის ქუჩაში გამოყვანის გეგმას რომ გადავხედე, მომკალით და ვერ მივხვდი, რატომ, რისთვის და ვისთვის სჭირდება „ნაცებს" "პერევაროტი"?!

 

მართლა თქვე მურმანა დუმბაძისგან ძაან ახლოდან მოსაკითხებო! ამდენის ტ@@@@ კი თუ გაქვთ, არ ჯობია, პირდაპირ არჩევნები მოიგოთ, ახალი რევოლუციის შიშით ნახევარ საქართველოს რომ ჩააფსმევინეთ?! 

 

...მარა, არჩევნები ხელისუფლებაში მოსვლის ყველაზე იოლი გზააო და... "ეგრეხებათ"!

 

არა ძმაო, რაა!

 

ესენი ხომ არიან და არიან, მარა ერთი იმათ ტვინში ჩამახედა, „ნაცების" მობრუნებაზე რომ სერიოზული კამათი, სჯა-ბაასი და "ღრმა" ანალიტიკური დებატები აქვთ გამართული!

 

"...სამი უძვირფასესი საუნჯე დაგვრჩა ჩვენ მამა-პაპათაგან" - "პოლიტიკა", "ექსპერტები" და "ჟურნალისტიკა..."


 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner