logo_geo
eng_logo
გელა დუმბაძე: 25-წლიანი რთული მოლაპარაკებების შედეგად ლევილის მამული ქართველ ხალხს დაუბრუნდა
- +

29 სექტემბერი. 2016. 20:48



დღეს საქართველოს მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიაში კონფერენცია „გზა ლევილისკენ - წარსული, აწმყო მომავალი" გაიმართა, რომელიც ლევილის მამულის საქართველოსთვის გადმოცემის თემას ეხებოდა. დიასპორის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა გელა დუმბაძემ „რეპორტიორთან" საუბარში განაცხადა, რომ ეს იყო ისტორიული მნიშვნელობის მოვლენა და აღნიშნული კონფერენცია საშუალებას მისცემს ყველას, გაიგონ, რა პროცესები უძროდა წინ ლევილის მამულის საქართველოსთვის დაბრუნებას.


„ძალიან მნიშვნელოვანი მოვლენა მოხდა. 25-წლიანი რთული მოლაპარაკებების შედეგად დაესვა ამ პროცესს წერტილი და ლევილის მამული დაუბრუნდა მის კანონიერ მესაკუთრეს, ქართველ ხალხს. ეს არის ძალიან დიდი ისტორიული მნიშვნელობის მოვლენა და ბედნიერი ვარ, რომ ამ პროცესების თანამონაწილეები ვართ მე და ჩემი კოლეგები. დღეს მეცნიერებათა აკადემიაში ჩატარდა სპეციალური კონფერენცია, რომელიც მიეძღვნა ლევილის თემას - „გზა ლევილისკენ - წარსული, აწმყო, მომავალი". ეს იყო ჩვენი ინიციატივა და გზავნილი ყველასადმი, რომ როდესაც საქმე ეხება მეტ-ნაკლებად ერისათვის მნიშვნელოვან მოვლენას, სამეცნიერო საზოგადოების წინაშე, საზოგადოების ფართო წარმომადგენლობის წინაშე აუცილებელია, ამ თემების და პროცესების ისტორიულად და დეტალურად განხილვა. დღევანდელი დღე არის ამის მშვენიერი მაგალითი. უამრავი ცნობილი მეცნიერი და საზოგადო მოღვაწე გამოვიდა, მისცეს შეფასება და ეს ახალგაზრდა თაობისთვისაც არის მშვენიერი შესაძლებლობა, რომ შეისწავლონ ეს პროცესი, რაც უძღოდა ლევილის მამულის საქართველოსთვის დაბრუნებას", - განაცხადა გელა დუმბაძემ.


 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner