logo_geo
eng_logo
თეა წულუკიანი: ეს იყო ნამდვილად ისტორიული პროცესი ისტორიული შედეგით
- +

29 სექტემბერი. 2016. 20:51



დღეს საქართველოს მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიაში კონფერენცია „გზა ლევილისკენ - წარსული, აწმყო მომავალი" გაიმართა, რომელიც ლევილის მამულის საქართველოსთვის გადმოცემის თემას ეხებოდა. იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა იმ პროცესებზე ისაუბრა, რაც ლევილის მამულის საქართველოსთვის გადმოცემას უძღოდა წინ და აღნიშნა, რომ ეს იყო ისტორიული პროცესი ისტორიული შედეგით.

 

„ძალიან გვიხარია, რომ ბატონ გელა დუმბაძეს და მე მოგვეცა საშუალება, რომ მთავრობის სახელით, როგორც მომლაპარაკელებმა ამ პროცესში, რომელიც ლევილის საქართველოსთვის დაბრუნებით დასრულდა ჩვენს აკადემიკოსებს, მეცნიერებს მეცნიერებათა აკადემიის შენობაში გაგვეცნო მოლაპარაკებების ის პროცესი, რომელშიც ჩვენ ვმონაწილეობდით, მთავრობის ძალისხმევა და პრემიერის ის ნაბიჯები, რომლებიც გადაიდგა იმისათვის, რომ ეს მოლაპარაკებები წარმატებით დასრულებულიყო, რადგან ეს იყო ნამდვილად ისტორიული პროცესი ისტორიული შედეგით და ჩვენს აკადემიკოსებს გავაცანით თითოეული ის ღონისძიებას, რაც გატარდა, რომ ეს წარმატება მიღწეული ყოფილიყო სულ რამდენიმე დღის წინ", - განაცხადა თეა წულუკიანმა.


 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner