logo_geo
eng_logo
ენვერ ნიჟარაძე: სიმბოლურია, რომ ლევილი საქართველოს დაუბრუნდა
- +

29 სექტემბერი. 2016. 21:01

 

 

დღეს მეცნიერთა ეროვნულ აკადემიაში კონფერენცია „გზა ლევილისკენ - წარსული, აწმყო, მომავალი" გაიმართა, რომელიც ლევილის მამულის საქართველოსთვის დაბრუნების თემას ეხებოდა. პოეტი და ყოფილი პოლიტიკური ემიგრანტი ენვერ ნიჟარაძე „რეპორტიორთან" საუბარში მწუხარებას გამოთქვამს, რომ ამ ისტორიულ მოვლენას მხოლოდ შთამომავლები მოესწრნენ და აღნიშნავს, რომ ლევილის მამულის საქართველოსთვის გადმოცემა უმნიშვნელოვანესი მოვლენაა.



„დღევანდელი დღე უთუოდ ძალიან მნიშვნელოვანი იყო. ლევილის მამული საქართველოს გადმოეცა და ეს არის უმნიშვნელოვანესი ფაქტი და ეს ასეც უნდა მომხდარიყო. სამწუხარო მხოლოდ ის არის, რომ ამ ამბავს მხოლოდ შთამომავლები მოესწრნენ, ხოლო ის ხალხი, ვინც საქართველოს შეეწირა, ემიგრანტების პირველი თაობა ყველანი იქ წვანან ლევილში, უკან დაბრუნებას ვერ ეღირსნენ. სიმბოლურია, რომ ლევილი საქართველოს დაუბრუნდა", - განაცხადა ენვერ ნიჟარაძემ.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner