logo_geo
eng_logo
ვალერი ასათიანი: ლევილის მამული მნიშვნელოვანია საქართველოს მთელს მსოფლიოში წარმოსაჩენად
- +

29 სექტემბერი. 2016. 21:16



დღეს საქართველოს მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიაში კონფერენცია „გზა ლევილისკენ - წარსული, აწმყო მომავალი" გაიმართა, რომელიც ლევილის მამულის საქართველოსთვის გადმოცემის თემას ეხებოდა. „კულტურათა დიალოგი XXI"-ის ხელმძღვანელი ვალერი ასათიანი „რეპორტიორთან" საქართვლოსთვის ლევილის მამულის მნიშვნელობაზე საუბრობს და ამბობს, რომ ეს იქნება ძალიან მნიშვნელოვანი საქართველოს წარმოსაჩენად მსოფლიოში და მათ შორის, ევროპის შუაგულში.


 

„ლევილის მამულის თემა არის საქართველოს ისტორიის ერთი უმნიშვნელოვანესი ნაწილი. მინდა მოგახსენოთ, რომ დღევანდელი დღეც არის ისტორიული მოვლენა, იმიტომ, რომ ის, რაც მოხდა სხვადასხვა თაობის ძალისხმევით ათეული წლების განმავლობაში დღეს უკვე წერტილდასმულია და პრობლემა მოგვარებულია. ამიტომ არ შეიძლება მღელვარების გარეშე ამაზე ლაპარაკი, იმიტომ, რომ შედგა ძალიან დიდი მნიშვნელობის ფაქტი. არამხოლოდ სამეცნიერო და კულტურული ასპექტით, არამედ საერთოდ, მრავლისმომცველი, უდიდესი მნიშვნელობის ფაქტი, რომელიც სამომავლოდ საქართველოსთვის იქნება ძალიან მნიშვნელოვანი ქვეყნის წარმოსაჩენად, ქვეყნის ისტორიის წარმოსაჩენად, ქვეყნის დიაპაზონის წარმოსაჩენად მთელს მსოფლიოში და ევროპის შუაგულში", - განაცხადა ვალერი ასათიანმა.


 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner