logo_geo
eng_logo
სერგო ვარდოსანიძე: ჩვენზეა დამოკიდებული, რომ ლევილის მამული ვაქციოთ ქართული კულტურის პროპაგანდისტად ევროპაში
- +

29 სექტემბერი. 2016. 21:16



დღეს საქართველოს მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიაში კონფერენცია „გზა ლევილისკენ - წარსული, აწმყო მომავალი" გაიმართა, რომელიც ლევილის მამულის საქართველოსთვის გადმოცემის თემას ეხებოდა. ისტორიკოსმა სერგო ვარდოსანიძემ „რეპორტიორთან" საუბარში მიულოცა ქართველ ერს ლევილის მამულის საქართველოსთვის დაბრუნება და აღნიშნა, რომ ეს არის საზოგადო მოღვაწეებისა და ხელისუფლების თავგანწირული შრომის შედეგი.



„მინდა კიდევ ერთხელ მივულოცო ქართველ ერს ეს ისტორიული მოვლენა, რომ საქართველოს დაუბრუნდა ლევილის მამული. ეს არის ჩვენი ხალხის, ქართველი პატრიოტი მეცნიერების და საზოგადო მოღვაწეების თავგანწირული ბრძოლის შედეგი, რომელიც დააგვირგვინა დღევანდელმა ჩვენმა ხელისუფლებამ და ლევილის მამული, რომელიც შეიძლებოდა სამუდამოდ დაკარგულიყო საქართველოსათვის დღეს უკვე ქართველი ხალხის კუთვნილებაა. ეხლა ჩვენზეა დამოკიდებული როგორ მოვახერხებთ, რომ ლევილის მამული ვაქციოთ ქართული კულტურის, ქართული ეროვნული ღირებულებების პროპაგანდისტად ევროპაში", - განაცხადა სერგო ვარდოსანიძემ. 


 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner