logo_geo
eng_logo
ირაკლი კობახიძე: გამოძიება დაადგენს ვინ, რისთვის და როდის ქმნიდა იარაღის სამალავებს
- +

29 სექტემბერი. 2016. 21:41



"ქართული ოქნების" აღმასრულებელი მდივანი ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ აღმოჩენილ იარაღის სამალავეთან დაკავშირებით შესაძლოა გარკვეული ეჭვები არსებობდეს.



"ქრონიკის" პირდაპირ ეთერში კობახიძემ აღნიშნა, რომ 2010-11 წლებში, მსგავსი სამალავების არსებობის შესახებ ინფორმაცია ჭორის დონეზე ვრცელდებოდა, დღეს კი ამის დამადასტურებელი ინფორმაცია გავრცელდა.



სამართალდამცავი უწყებების მხრიდან ძალიან საინტერესო ინფორმაცია მოვისმინეთ - თავისთავად საინტერესოა, რომ ასეთი სამალავები არსებობდა. ჩვენ ჭორის დონეზე 2010-11 წლებშიც ვისმენდით ასეთ ინფორმაციას, რომ მაშინდელი ხელისუფლება ასეთ სამალავებს აწყობდა და დღეს ამის დამადასტურებელი ინფორმაცია გავრცელდა. დამატებითი კომენტარის გაკეთება, ამ საკითხთან დაკავშირებით, გამიჭირდება

 

 

ზოგადად, ვიცით რა პოლიტიკურ ძალასთან გვაქვს საქმე "ნაციონალუყრი მოძრაობის" სახით. ეს იყო თავის დროზე ყველაფერზე წამსვლელი ძალა და დღესაც ასეთად რჩება ოპოზიციის რანგში. აქედან გამოდინარე, არსებობს გარკვეული ეჭვი, თუ რისთვის უნდა სდომოდა მაშინდელ ხელისუფლებას ასეთი არაფორმალური სამალავების შექმნა. ეს არის ეჭვები, დანარჩენი კი გამოძიებამ უნდა დაადგინოს. მე იმედი მაქვს, რომ გამოძიება დაადგენს, ვინ რისთვის და როდის ქმნიდა ასეთ სამალავებს",- აცხადებს ირაკლი კობახიძე.



საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ, უსაფრთოხების სამსახურთან და პროკრატურასთან ერთად, დიდი რაოდენობით იარაღი და საბრძოლო მასალა ამოიღო. შსს-ში გამართულ საგანგებო ბრიფინგზე ცნობილი გახდა, რომ ამოღებულია ფეთქებადი ნივთიერებები, ასაფეთქებელი მოწყობილობები.


უწყების ცნობით, იარაღის გადამალვა 2009-2011 წლებში, საქართველოს სხვადასხვა ტერიტორიაზე მოხდა. გამოძიება ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალის, ფეთქებადი ნივთიერების და ასაფეთქებელი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო შენახვის ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს.



 

right_banner right_banner
არქივი
right_banner