ნუცუბიძის პირველ მიკრორაიონში აფეთქება მოხდა. არსებული ინფორმაციით, აფეთქების შედეგად 7 ადამიანია დაშავებული. დაშავებულები სტამბის და საკანცელარიო მაღაზიის თანამშრომლები არიან.
აფეთქება საცხოვრებელი კორპუსის პირველი სართულის იმ ნაწილში მოხდა, სადაც სტამბა და საკანცელარიო მაღაზია იყო განთავსებული. აფეთქების შედეგად დანგრეულია ორივე დაწესებულების ნაწილი. ასევე დაზიანებულია საცხოვრებელი კორპუსი. აფეთქება სავარაუდოდ შენობაში არსებულმა გაზის ბალონმა გამოიწვია.
ამ დროისთვის არსებული აფეთქების შედეგად დაშავებულები რესპუბლიკურ საავადმყოფოში გადაიყვანეს.