ავტორი მარიამ პაიჭაძე
დღეს საქართველოს მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიაში კონფერენცია „გზა ლევილისკენ - წარსული, აწმყო მომავალი" გაიმართა, რომელიც ლევილის მამულის საქართველოსთვის გადმოცემის თემას ეხებოდა. კომენტატორი ჯამლეტ ხუხაშვილი „რეპორტიორთან" საუბარში ყველას ულოცავს ლევილის მამულის საქართველოსთვის გადმოცემას და იმედოვნებს, რომ ლევილის მამულის შემდეგ საქართველო აფხაზეთსა და სამაჩაბლოსაც დაიბრუნებს.
„ეს ის პრეცენდენტია, რომელსაც გაგრძელება უნდა მოჰყვეს. ალბათ ხვდებიან, რომ ლევილის მამულის გადმოცემას მოჰყვება იმ აფხაზეთის და იმ სამაჩაბლოს დაბრუნებაც, რომლისკენაც ყველა მივილტვით. მიხარია, რომ ლევილის მამულთან დაკავშირებით აქ, აკადემიაში გაიხსენეს მთელი ისტორია საქართვრელოს იმ განძის წაღების და იმ ისტორიული პირების გაჭირვებული ცხოვრების, რომლებმაც ყველაფერი გააკეთეს იმ გაჭირვებაში, რომ ეს განძიც შეენარჩუნებინათ და ბოლოს ლევილიც გადმოგვცემოდა. გილოცავთ ყველას და განსაკუთრებით ჩემს უმცროს მეგობარს, გელა დუიმბაძეს, რომელიც ორჯერ შევიდა ისტორიაში, ერთხელ როგორც დუმბაძე, გვარით და მეორედ, როგორც გელა დუმბაძე, ვინც დაიბრუნა ეს მამული", - განაცხადა ჯამლეტ ხუხაშვილმა.