„როიტერის" ანონიმური წყაროს ინფორმაციით, ამერიკის შეერთებული შტატები სირიის საკითხთან დაკავშირებით რუსეთთან დიპლომატიური მოლაპარაკებების შეწყვეტას აპირებს, მას შემდეგ, რაც ქალაქი ალეპო ინტენსიურად დაიცხრილა ბაშარ ასადის არმიის მიერ რუსეთის ავიაციის მხარდაჭერით.
ამერიკის სახელმწიფო მდივნის, ჯონ კერის განცხადებით, ვაშინგტონი რუსეთთან მოლაპარაკებების ზღვარზე იმყოფება სირიის კონფლიქტის გამო.
კრემლში საპასუხოდ განაცხადეს, რომ რუსეთის სამხედრო-საჰაერო ძალები სირიაში სამხედრო მოქმედებებს განაგრძობს ამერიკის განცხადებების მიუხედავად.