logo_geo
eng_logo
აშშ სირიის გამო, რუსეთთან დიპლომატიური მოლაპარაკებების შეწყვეტას აპირებს
- +

29 სექტემბერი. 2016. 22:29



„როიტერის" ანონიმური წყაროს ინფორმაციით, ამერიკის შეერთებული შტატები სირიის საკითხთან დაკავშირებით რუსეთთან დიპლომატიური მოლაპარაკებების შეწყვეტას აპირებს, მას შემდეგ, რაც ქალაქი ალეპო ინტენსიურად დაიცხრილა ბაშარ ასადის არმიის მიერ რუსეთის ავიაციის მხარდაჭერით.


ამერიკის სახელმწიფო მდივნის, ჯონ კერის განცხადებით, ვაშინგტონი რუსეთთან მოლაპარაკებების ზღვარზე იმყოფება სირიის კონფლიქტის გამო.


კრემლში საპასუხოდ განაცხადეს, რომ რუსეთის სამხედრო-საჰაერო ძალები სირიაში სამხედრო მოქმედებებს განაგრძობს ამერიკის განცხადებების მიუხედავად.


 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner