logo_geo
eng_logo
5 ოქტომბრიდან თბილისში ახალი ავტობუსები გამოჩნდება
- +

29 სექტემბერი. 2016. 23:12



5 ოქტომბრიდან თბილისში 10 ახალი ავტობუსი გამოჩნდება. კომპანია „MAN"-ის  ავტობუსები, პოლონეთიდან რამდენიმე დღის წინ ჩამოვიდა, რომლებიც 61-ე  ხაზზე იმუშავებენ. მძღოლების გადამზადებისთვის საქართველოს თურქეთიდან „MAN"-ის  ინჟინერი ეწვია.


30 სექტემბერს, თბილისის მერია პირველი 10 ახალი ავტობუსის ოფიციალურ პრეზენტაციას, სასტუმრო "რედისონის" მიმდებარე ტერიტორიაზე გამართავს. ხელშეკრულების თანახმად, ავტოპარკი ჯამში, ეტაპობრივად 143 ერთეული ავტობუსით განახლდება.


მერიის განცხადებით, ევროსტანდარტების შესაბამისი ავტობუსები სრულად იქნება ადაპტირებული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის და აღჭურვილი იქნება CNG საწვავზე (ბუნებრივი აირი) მომუშავე ძრავებით.


„CNG საწვავზე მომუშავე ძრავა დიზელთან შედარებით უფრო მცირე რაოდენობის მავნე გამონაბოლქვს გამოყოფს, შემცირებულია ნახშირბადის მოცულობა, არ გააჩნია შავი კვამლი და უსიამოვნო სუნი.

ევროსტანდარტების შესაბამისი, ახალი, ეკოლოგიურად სუფთა და ადაპტირებული ავტობუსები ივლის ქალაქის მასშტაბით არსებულ გრძელ დისტანციებსა და ფართო გამტარუნარიანობის ქუჩებზე", - აცხადებენ მერიაში.


 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner