logo_geo
eng_logo
გიგა ბოკერია ადასტურებს, რომ 2008-2011 წლებში ბიზნესზე ზეწოლა ხდებოდა
- +

29 სექტემბერი. 2016. 23:47


 

„თვლის თუ არა გიგა ბოკერია, რომ განსაკუთრებით 2008-2011 წლებში ბიზნესზე ხდებოდა ზეწოლა, გაწეწვა, უაზრო ჯარიმების დაკისრება და ა.შ. და თუ ასე ფიქრობს, რას სთავაზობს ამომრჩევლებს, რომ დავიჯეროთ, რომ  იგივე აღარ განმეორდება?"- აღნიშნული შეკითხვა "ნაციონალური მოძრაობის" წევრს გიგა ბოკერიას facebook მომხმარებელმა დაუსვა, როდესაც სოციალურ ქსელში გამართულ პირდაპირ ეთერში ბოკერია მომხმარებლების კითხვებს პასუხობდა.


აღნიშნული კითხვის საპასუხოდ ბოკერიამ დაადასტურა, რომ   მათი ხელისუფლების დროს ბიზნესზე ზეწოლა იყო, განსაკუთრებით 2008-2011 წლებში, თუმცა იმავე სიტყვებით ვერ შეაფასებს, რაც კითხვაში იყო, ვინაიდან მასაც ეკისრება გარკვეული პასუხისმგებლობა.


„კი, სამწუხაროდ ვთვლი, შეიძლება იგივე ტერმინები არ ვიხმარო, არ მესიამოვნოს, რადგან საკუთარი პასუხისმგებლობაც არის ის, რაც ხდებოდა, მაგრამ ეს სერიოზული პრობლემა იყო, მარტო ამ წლებში არა, მაგრამ წლები მეტნაკლებად სწორად არის გამოყოფილი",- განაცხადა ბოკერიამ.


 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner