logo_geo
eng_logo
თამაზ მეჭიაური: ბიძინა ივანიშვილს მხარდაჭერა გამოვუცხადე
- +

30 სექტემბერი. 2016. 00:19


 

უიმედოდ არსად არასდროს მივდივარ და გამარჯვების იმედი მქონდა, მაგრამ მაჟორიტარულმა საარჩევნო კამპანიამ ძალიან დიდი დრო წაიღო და ფაქტიურად, პარტია უყურადღებოდ დამრჩა. ახლა, როცა კანდიდატურა მოვხსენი, პარტიას მეტ დროს დავუთმობ", - ამის შესახებ "თამაზ მეჭიაური - ერთიანი საქართველოსთვის" ლიდერმა, თამაზ მეჭიაურმა გადაცემა 2030-ში სტუმრობისას განაცხადა.


როგორც მეჭიაურმა აღნიშნა, თუ ვინმეს დესტაბილიზაციის სურვილი გაუჩნდება, ცალსახად  ბიძინა ივანიშვილის გვერდით დადგება, რადგან ქვეყანაში სტაბილურობის გარანტები მხოლოდ ივანიშვილი და პატრიარქი არიან.


დუშეთი-თიანეთი-ყაზბეგის მაჟორიტარული ოლქი, სადაც კენჭს ვიყრიდი, ტერიტორიულად აჭარაზე ორჯერ დიდია და მოკლე ხანში ოლქის შემოვლა ფიზიკურად შეუძლებელია. ახლა, როცა კანდიდატურა მოვხსენი, პარტიას მეტ დროს დავუთმობ. შევეცდებით, ბარიერი გადავლახოთ და კვალიფიციური სუბიექტი გავხდეთ.

 

საგარეო კურსთან დაკავშირებით ჩვენი სხვადასხვაგვარი დამოკიდებულების მიუხედავად, მიმაჩნია, რომ ქვეყანაში სტაბილურობის გარანტი ბიძინა ივანიშვილი და პატრიარქია. ამიტომ, გარკვეულწილად, მათ მხარდაჭერა გამოვუცხადეთ და ჩემი კანდიდატურა ფაქტიურად, ბიძინა ივანიშვილის სასარგებლოდ მოვხსენი. მას მივეცით საშუალება, თვითონ დაუჭიროს მხარი იმას, ვისაც საჭიროდ თვლის. ჩვენ ამ შემთხვევაში გვერდზე გავდგებით და თუ ვინმეს დესტაბილიზაციის სურვილი გაუჩნდება, ცალსახად ბატონი ბიძინა ივანიშვილის გვერდით დავდგებით", - განაცხადა მეჭიაურმა.


 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner