logo_geo
eng_logo
ზურაბ ტყემალაძე: სააკაშვილს არაერთხელ უთქვამს, რომ დესტაბილიზაციის სურვილი აქვს
- +

30 სექტემბერი. 2016. 00:19


 

„რატომღაც, აქცენტი ჩანაწერების გავრცელებაზე კეთდება, არადა, ამ ჩანაწერების კასკადის შინაარსი ძალიან შემაშფოთებელია",- ამის შესახებ"თოფაძე - მრეწველები - ჩვენი სამშობლოს" ერთ-ერთმა ლიდერმა, ზურაბ ტყემალაძემ გადაცემა 2030-ში სტუმრობისას განაცხადა.


ტყემალაძემ აღნიშნა, რომ  დიდი რაოდენობით იარაღი, რომელიც სამალავში აღმოაჩინეს, იქ ვიღაცამ წინასწარგამიზნულად ჩადო და გამოსაყენებლად თავის დროს ელოდებოდა.


„სააკაშვილს აქვს დესტაბილიზაციისკენ მიდრეკილება და ამის სურვილი, რაც პირდაპირ ეთერშიც არაერთხელ უთქვამს, მაგრამ სამალავებში არსებული ამდენი იარაღის გამოვლინება მართლაც დაგვირგვინება იყო. არ ვიტყვი, რომ ვიღაცამ ეს იარაღი 2009-2011 წლებში 2016 წლის არჩევნებისთვის გამიზნულად ჩადო, მაგრამ გარკვეული მიზნისთვის რომ ჩაიდო, ცხადია. მითუმეტეს, ეს იარაღი ოფიციალურად რეგისტრირებულია, როგორც დაკარგული. როგორც ჩანს, სამალავში დიდი რაოდენობით იარაღი ვიღაცამ წინასწარგამიზნულად ჩადო და ეს იარაღი თავის დროს ელოდებოდა, რომ გამოეყენებინათ. ამაზე პასუხი ყველა შესაბამის პიროვნებას უნდა მოეთხოვოს", - განაცხადა ტყემალაძემ. 


 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner