„თქვენ არც 26 მაისი იცით, არც 7 ნოემბერი, არც ციხეების ამბავი. ყველაფერი დადგმული სპექტაკლი გგონიათ. ხალხი, რომ სამმართველოში მიჰყავდათ და ცემაში კლავდნენ არც ეგ გინახავთ, რადგან თქვენთვის ეს ყველაფერი არაფერი იყო",- ამ სიტყვებით გადაცემა „პრიორიტეტიში"ისტორიკოსმა გიორგი ოთხმეზურმა ყოფილ პატრულ-ინსპექტორს და ამჟამად ორგანიზაცია "სამართალდამცველთა ლიგის" წევრს ზვიად კუპრავას მიმართა. ოთხმეზურმა ასევე აღნიშნა, რომ დესტაბილიზაცია მხოლოდ „ნაციონალურ მოძრაობას" აწყობს.
„დესტაბილიზაცია „ნაციონალურ მოძრაობას" აწყობს. თუ გინაცახავთ მათი შეკრებები არასდროს ფართე პლანით რამდენი ადამიანია იქ არ აჩვენებენ, იმიტომ რომ ძალიან ცოტა ხალხი ესწრება მათ შეკრებებს.
რატომ გიკვირთ, რომ „ნაციონალურ მოძრაობას" უნდა დესტაბილიზაცია. გაიხსენეთ ნიკა გვარამიას და მიხეილ სააკაშვილის საუბარი, რომელიც არცერთ მათგანს უარყვია. სააკაშვილი უბრძანებდა გვარამიას მოიყვანეთ ზონდერ ბრიგადები, არეულობა მოაწყვეთ, ბავშვიანი ქალი მოკალითო, რომ ამ ყველაფერს დიდი რეზონანსი მოჰყვესო, ეს ყველამ მოვისმინეთ. ეს ყველაფერი აწყობთ მათ რადგან იციან, რომ ხელისუფლებაში ვეღარ მოვლენ",- განაცხადა ოთხმეზურმა.