logo_geo
eng_logo
დავით ოქიტაშვილი: არ ვარ „ქართული ოცნების“ პარტიის წევრი, მაგრამ ვარ მათი მხარდამჭერი!
- +

30 სექტემბერი. 2016. 03:29



კულტურის პალატის პრეზიდენტმა დავით ოქიტაშვილმა ტელეკომპანია „იბერიის" ეთერში დესტაბილიზაციასთან დაკავშირებით ისაუბრა და აღნიშნა, რომ თუ „ნაციონალური მოძრაობა" ამ ნაბიჯის გადადგმას გაბედავს, მათ წინააღმდეგ ქართველი ხალხი გამოვა.


„ხელისუფლებას არ აწყობს და არ მოაწყობს დესტაბილიზაციას, რადგან ეს მის გეგმებში არ შედის. თუ „ნაციონალური მოძრაობა" შეეცდება დესტაბილიზაცია მოაწყოს, ხალხი გამოვა არა რომელიმე პარტიის მხარდასაჭერად, არამედ ქვეყნის დასაცავად. ვფიქრობ, რომ „ნაციონალები" მსგავს რამეს ვერ გაბედავენ, რადგან მათ ქართველი ხალხი გასცემს პასუხს",- განაცხადა კულტურის პალატის პრეზიდენტმა.


ოქიტაშვილმა ასევე აღნიშნა, რომ ის „ქართულ ოცნებას" უჭერს მხარს, რადგან სურს „სამუდამოდ დამთავრდეს ის უბედურება, რაც  9 წლის განმავლობაში ხდებოდა".


„მე არ ვარ „ქართული ოცნების" პარტიის წევრი, მაგრამ ვარ მათი მხარდამჭერი. მინდა, საქართველოში ერთხელ და სამუდამოდ დამთავრდეს ის უბედურება, რაც  9 წლის განმავლობაში ხდებოდა, ამიტომ  „ქართულ ოცნებას" ვუჭერ მხარს",- განაცხადა ოქიტაშვილმა.



 

right_banner right_banner
არქივი
right_banner