logo_geo
eng_logo
ბაჩო კიკაბიძე: დღისით, მზისით, მოხდა უპრეცედენტო ფაქტი...
- +

15 მარტი. 2016. 13:01


შპს „ტელეკომპანია მაესტროს" დირექტორი ბაჩო კიკაბიძე მოსამართლეს მიმართავს. კიკაბიძე აცხადებს, რომ მისთვის „მაესტროს" სახელის გამოყენების უფლების დროებით შეზღუდვასთან დაკავშირებით მოსამართლემ ზეწოლას უნდა გაუძლოს. მისივე თქმით, „მაესტროს" ვერ გააჩერებენ და მაუწყებლობა არც ერთი წუთით არ შეწყდება.


„დღეს, დღისით, მზისით, მოხდა უპრეცედენტო ფაქტი. სასამართლომ გუშინ მიიღო ერთი გადაწყვეტილება და დღეს, ზეწოლის შემდეგ მიიღო მეორე გადაწყვეტილება. შემეზღუდა დროებით „მაესტროს" სახელის გამოყენება. ეს იგივეა, რომ ადამიანს შეუზღუდო, ვიღაცის გამო თავის შვილს არ დაუძახოს სახელი, ვიდრე არ გაირკვევა. აბსოლუტური აბსურდი მოხდა. ასეთი რამ არც ერთი ხელისუფლების დროს არ მომხდარა. სასამართლო ემსგავსება მხოლოდ შენობას, სადაც არის საოფისე ფართები. შეგიძლიათ მიხვიდეთ და იქირაოთ ის. მე მინდა ვთქვა, მაყურებლების და „მაესტროს" თანამშრომლების საყურადღებოდ - „მაესტროს" ვერ გააჩერებენ მანამ, სანამ იმ ადამიანებს, ვინც 20 წლის განმავლობაში „მაესტროს" აკეთებდა, პირში სული უდგას და ცოცხლები არიან. ასეთი რამ წარმოუდგენელია. შემიზღუდავენ სახელის გამოყენებას? მაუწყებლობას ვერ გამიჩერებენ. მე ილიას დამიძახებენ თუ ბაჩოს - ორივე სახელზე ვიყურები და გისმენთ. არც ერთი წამით არ შევაჩერებთ მაუწყებლობას", - აღნიშნა კიკაბიძემ.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner