ისტორიკოსი გიორგი ოთხმეზური ტელეკომპანია „იბერიის" ეთერში მიხეილ სააკაშვილთან და ნიკა გვარამიასთან დაკავშირებით საუბრობს და მათ სატელეფონო საუბრებს იხსენებს, რომელიც "რუსთავი2″-ის საკითხთან დაკავშირებით შედგა.
ოთხმეზურს აინტერესებს, რატომ სთხოვდა გვარამია უკრაინის მოქალაქეს და თანამდებობის პირს, თბილისში მყოფი საპროტესტო აქციის მონაწილეებისთვის საკვების ფულის გადმორიცხვას.