დღეს საქართველოში რომის პაპი ფრანცისკე I ჩამოვა. ფრანცისკე I საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილს, საქართველოს პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილს, კათოლიკოს-პატრიარქს ილია მეორეს, ასურულ-ქალდეური საზოგადოებისა და კათოლიკური ეკლესიის წარმომადგენლებს, დიპლომატიურ კორპუსს, ასევე კათოლიკური საქველმოქმედო ორგანიზაციების თანამშრომლებს შეხვდება.
1 ოქტომბერს რომის პაპი მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე მესას აღავლენს, მოგვიანებით კი, მცხეთაში სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარს მოინახულებს.
2 ოქტომბერს ფრანციკე პირველი თბილისიდან ბაქოში გაემგზავრება, ივნისის ბოლოს პონტიფიკოსი სამდღიანი ვიზიტით სომხეთშიც იმყოფებოდა.