logo_geo
eng_logo
დღეს საქართველოში რომის პაპი ჩამოვა
- +

30 სექტემბერი. 2016. 10:50



დღეს საქართველოში რომის პაპი ფრანცისკე I ჩამოვა. ფრანცისკე I საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილს, საქართველოს პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილს, კათოლიკოს-პატრიარქს ილია მეორეს, ასურულ-ქალდეური საზოგადოებისა და კათოლიკური ეკლესიის წარმომადგენლებს, დიპლომატიურ კორპუსს, ასევე კათოლიკური საქველმოქმედო ორგანიზაციების თანამშრომლებს შეხვდება.



1 ოქტომბერს  რომის პაპი მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე მესას აღავლენს, მოგვიანებით კი, მცხეთაში სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარს მოინახულებს.



2 ოქტომბერს ფრანციკე პირველი თბილისიდან ბაქოში გაემგზავრება, ივნისის ბოლოს პონტიფიკოსი სამდღიანი ვიზიტით სომხეთშიც იმყოფებოდა.





 

right_banner right_banner
არქივი
right_banner