აშშ-ის ქალაქ ლას-ვეგასში 25 სექტემბერს მოკლული მამაკაცი ყოფილი სამხედრო, 41 წლის ალექსანდრე ხუციშვილი აღმოჩნდა. ხუციშვილი კაფე „სტარბაქსში" სროლის დროს მოკლეს.
მკვლელობაში ეჭვმიტანილი უკვე დაკავებულია. ის 34 წლის პედრო გარსიაა. როგორც ამერიკული მედია წერს, მან ცეცხლი მას შემდეგ გახსნა, რაც თავისი საკრედიტო ბარათით კაფეს მომსახურების საფასურის გადახდა ვერ შეძლო და ხუციშვილთან შეკამათება მოუვიდა.
საქართველოში დაბადებული ალექსანდრე ხუციშვილი 2004 წლიდან აშშ-ის მოქალაქე იყო. ბოლო სამი წლის განმავლობაში ლოს-ანჯელესში ცხოვრობდა.