logo_geo
eng_logo
რუსეთი საზღვარგარეთ მყოფ მოქალაქეებს სიფრთხილისკენ მოუწოდებს
- +

30 სექტემბერი. 2016. 11:08



რუსეთი საზღვარგარეთ მყოფ მოქალაქეებს სიფრთხილისკენ მოუწოდებს და აშშ-ში მდებარე რუსეთის საელჩოში უსაფრთხოების ზომებს აძლიერებს.



მიზეზი მუსლიმების მიერ გავრცელებული მოწოდებაა, რომლის თანახმად, 30 სექტემბერს, საღამოს ლოცვის შემდეგ, სირიის ქალაქ ალეპოში არმიის მიერ დაწყებული ოპერაციის გასაპროტესტებლად „მრისხანებისა და პროტესტის მსოფლიო დღე" უნდა გაიმართოს.



რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, საზღვარგარეთ მცხოვრები რუსების წინააღმდეგ შესაძლოა, პროვოკაციები გამოიყენონ.



„მრისხანების დღის" ჩატარების ინიციატივით გუშინ „მუსლიმ მეცნიერთა საერთაშორისო კავშირი" გამოვიდა და მოუწოდა მსოფლიოს მასშტაბით ყველა სასულიერო პირს, პარასკევის ქადაგება ალეპოს მოსახლეობას მიუძღვნას.




 

right_banner right_banner
არქივი
right_banner