logo_geo
eng_logo
გიორგი მღებრიშვილი: იარაღის აღმოჩენა არავითარ შემთხვევაში არ უკავშირდება წინასაარჩევნო პერიოდს
- +

30 სექტემბერი. 2016. 11:10



შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი მღებრიშვილმა სამართალდამცავების მიერ საბრძოლო მასალისა და ცეცხლსასროლი იარაღის მარაგის აღმოჩენის კომენტირებისას განაცხადა, რომ დანარჩენ გარემოებებს, კერძოდ თუ ვის ეკუთვნოდა ეს იარაღი და ვინ დამალა, უკვე გამოძიება დაადგენს.



არავითარ შემთხვევაში ეს არ უკავშირდება წინასაარჩევნო პერიოდს. როდესაც მომწიფდა სიტუაცია იმისთვის, რომ ეს საჯარო გამხდარიყო, მაშინ გასაჯაროვდა", - განაცხადა გიორგი მღებრიშვილმა.



შინაგან საქმეთა სამინისტრომ, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურთან და მთავარ პროკურატურასთან ერთად, საქართველოს ტერიტორიაზე სხვადასხვა ადგილზე საბრძოლო მასალისა და ცეცხლსასროლი იარაღის მარაგს მიაკვლია.





 

right_banner right_banner
არქივი
right_banner