logo_geo
eng_logo
თიკა რუხაძე: ყველა სიტუაციაში მთავარია, დავრჩე ადამიანად…
- +

30 სექტემბერი. 2016. 12:02



მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლის დირექტორი თიკა რუხაძე სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს:



„ყველა სიტუაციაში მთავარია, დავრჩე ადამიანად... მთავარია, ვაკეთო საქმე სიკეთით და სიყვარულით, მთავარია, შევინარჩუნო ღირსება, ვიყო მართალი საკუთარი თავის წინაშე, შემეძლოს მერქვას ერთგული მეგობარი, კარგი შვილი და ვიყო მართალი საკუთარი სინდისის წინაშე! ეს არის მთავარი და არაფერი სხვა! ასე იყო აქამდე და არც შემდეგ ვაპირებ შეცვლას. დანარჩენი ყველაფერი წარმავალია...

 

დიდი მადლობა ყველას!

 

საუკეთესო სურვილებით,

თქვენი თიკა", - წერს თიკა რუხაძე სოციალურ ქსელში.



შეგახსენებთ, რომ მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლის დირექტორი კონკურსში მონაწილეობა 46 აპლიკანტმა მიიღო, რომელთაგან მეორე ეტაპისათვის 8 კონკურსანტი შეირჩა. მათგან კი სპეციალურად შექმნილმა კომისიამ თინათინ რუხაძის კანდიდატურა შეარჩია.

 

 

 

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner